Tuesday, December 9, 2014

ქართველი ვარსკვლავები და მათი ავტომობილები

ქართველი ვარსკვლავებს ძირითადად ჯიპის მაგავრ ავტომობლილებს მოიხმარენ
"ინ­ფი­ნი­ტის" მარ­კის ჯი­პი ჰყავს მსა­ხი­ობ შო­რე­ნა ბე­გაშ­ვილს, მი­სი თქმით, ავ­ტო­მო­ბი­ლი სა­კუ­თა­რი ჰო­ნო­რა­რით შე­ი­ძი­ნა. შო­რე­ნა ბე­გაშ­ვი­ლი კა­ნონ­მორ­ჩი­ლი მძღო­ლი­ა, გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­კუ­თა­რი პო­პუ­ლა­რო­ბა პატ­რულ­თან ვე­რა­ფერ­ში ეხ­მა­რე­ბა. მე­ტიც - ერ­თხელ, დი­ლის 7 სა­ათ­ზე გა­და­ღე­ბა­ზე მი­დი­ო­და, მარ­თვის მოწ­მო­ბა შინ დარ­ჩა და პატ­რულ­მა ამის გა­მო ავ­ტო­მო­ბი­ლი ჩა­მო­არ­თვა. 


"ფი­ა­ტის" მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლი ჰყავს ტე­ლე­წამ­ყვან ნუ­კი კოშ­კე­ლიშ­ვილს.  რო­გორც  ერ­თ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნაცხ­ა­და, "ფი­ა­ტი" ჯე­ნი­ფერ ლო­პე­სის კლიპ­ში ნა­ხა და ამი­ტომ გა­დაწყ­ვი­ტა მი­სი ყიდ­ვა. მან­ქა­ნის ნო­მე­რი მი­სი ინი­ცი­ა­ლე­ბის­გან "ნუკ" შედ­გე­ბა



მუსიკოსი დათო ფორჩხიძე ყველა საგზაო ნიშანს ვერ ცნობს, მაგრამ ეს დიდად არ უშლის ხელს, რადგან მანქანით დღეში 15–20 კილომეტრს თუ გაივლის – სახლიდან სამსახურამდე. სამი თვის წინ "მერსედესის" მარკის მანქანა იყიდა. მართალია, არ იცის, რომელ ღილაკს რა დანიშნულება აქვს ან ავტომობილის შიგნით რა ხდება, მაგრამ არც ეს ადარდებს, ამაში სხვები ეხმარებიან. პროფილაქტიკაში წაყვანა სიმამრზე აქვს დაკისრებული, ზეთის გამოცვლა და სხვა წვრილმანები – ცოლზე. მისი მეუღლე, ხატია ნარაკიძე, შესანიშნავი მძღოლი ყოფილა. 


მომღერალმა სოფო ბედიამ დიდი ხნის წინ იყიდა პირველი ავტომობილი და მას შემდეგ კიდევ 2 მანქანა გამოიცვალა, მაგრამ საჭესთან მხოლოდ 3 თვის წინ დაჯდა. 2004 წელს გამოშვებულ "ნისან მურანოს" მართავს, რომელიც საყვარელი მამაკაცისგან, მიშა მესხისგან საჩუქრად მიიღო. ავტომობილის ტარებით თბილისის ქაოსურ მოძრაობაშიც კი დიდ სიამოვნებას იღებს და უკვე იმდენად თავდაჯერებული მძღოლია, რომ შენიშვნებს სხვებსაც აძლევს.


პროდიუსერი კახა მამულაშვილი – მამულიჩა, ფრთხილი მძღოლია და სხვებსაც ურჩევს, საჭესთან ერთი წამით არ მოდუნდნენ. წლების წინ მძიმე ავარიამ მისი მეგობარი იმსხვერპლა, თავად კი სასწაულით გადაურჩა სიკვდილს. მანქანას, მამაკაცთა უმრავლესობისგან განსხვავებით, არ "ეთაყვანება", ახლობლების ავტომობილებით დადის, ძირითადად კი ცოლის, მომღერალ ლელა წურწუმიას "ტოიოტა პრადოს" ჯიპით სარგებლობს. ამბობს, რომ კარგი მძღოლია, მაგრამ არა – კულტურული, გაძრომ–გამოძრომები უყვარს. როცა საჭესთან მისი მეორე ნახევარი ზის, გულმშვიდად არის, რადგან იცის, რომ ლელა ყველა წესს დაიცავს, არც საკუთარ თავს შეუქმნის საფრთხეს და არც სხვებს. 

მომღერალი თემურ წიკლაური გზაზე გაჩერებული თუ ნახეთ ან მანქანით სწრაფად მიმავალი, ესე იგი საჭესთან ქალი დაუნახავს და მისგან გაცლა გადაუწყვეტია. მშვენიერ სქესს მძღოლის ამპლუაში არ ენდობა, სხვათა შორის, არც საკუთარ ცოლსა და ქალიშვილს. ერთხელ მეუღლე, მომღერალი ლილი ზღვაური დასვა საჭესთან, მაგრამ მისი მანევრების შემყურემ მის მძღოლობაზე ხელი სამუდამოდ ჩაიქნია. 
გაგიკვირდებათ, მაგრამ ლეგენდარული "ივერიელი" 2006 წლამდე საბჭოურ "ვოლგას" მართავდა, სანამ 60 წლის იუბილეზე მეგობრებმა ახალთახალი ვერცხლისფერი "ფოლკსვაგენ ტუარეგის" გასაღები არ ჩაუდეს ხელში. სერია "ტემ 111"–ც ასევე მეგობრის საჩუქარია. 

მსახიობ ლევან სუხიტაშვილს ერთი სისუსტე აქვს და მას სახელად მონიკა ჰქვია. ასე დაარქვა თავისი ოცნების მანქანას, 2002 წელს გამოშვებულ "მინი კუპერს". თუმცა რამდენიმე თვის წინ მონიკას უღალატა, ის თავის მეგობარს "მიათხოვა", თვითონ კი 2007 წელს გამოშვებულ "მინი კუპერზე" გადაჯდა. პატარა გაბარიტების მქონე მანქანა ყველაზე მეტად თბილისურ მოძრაობაში უქმნის კომფორტს და, მიუხედავად იმისა, რომ დაბალი გამავლობისაა, არც ცუდ გზებზე სიარული უჭირს

მოცეკვავე ლევან ახვლედიანი 6 წელია, რაც საჭესთან ზის და, შეიძლება ითქვას, რომ ამ ხნის განმავლობაში თბილისური მოძრაობა კარგად შეისწავლა. ასევე მანქანის მოძრაობაზე ზუსტად ხვდება, საჭესთან ქალი ზის თუ კაცი. რამდენჯერმე ქალი მძღოლების გამო ავარიულ სიტუაციაშიც აღმოჩნდა და მას შემდეგ მიეჩვია, რომ მათ უნდა მოერიდოს. "მერსედესის" მძღოლს, მისი მეგობრის, მოცეკვავე რეზიკო რობაქიძისგან განსხვავებით, მშვიდი მოძრაობა უყვარს. რეზიკო "ბეემვე"–ს მართავს. ასე რომ, მეგობრებს შორის ყოველთვის კამათია, "მერსედესი" ჯობია თუ "ბეემვე". 

რეპერი გიორგი პავლიაშვილი, იგივე მასტერი, რამდენიმე თვეა, რაც საოცნებო ავტომობილის საჭეს მიუჯდა. "მერსედეს ცეელესი" მამისგან, სოლომონ პავლიაშვილისგან მიიღო საჩუქრად, რომელიც წარსულში საქართველოს ქონების მართვის მინისტრი იყო. მძლავრი ძრავის მქონე მანქანამ ისე გაათამამა, რომ თბილისის გადატვირთულ ქუჩებშიც სწრაფად დადის. ადრე თუ გოგონები ნელი სიარულის გამო შენიშვნებს აძლევდნენ, ახლა რბოლაში შეჯიბრში იწვევენ. ახალმა მანქანამ გიორგის გოგონებთან ურთიერთობაც გაუადვილა. ყურადღების მისაპყრობად დიდი ძალისხმევა აღარ სჭირდება, ისინი კარგი მანქანის მძღოლს აქეთ ეპრანჭებიან. 

მომღერალმა ნათია დუმბაძემ ერთ წელიწადში ორი მანქანა მიიღო საჩუქრად. ერთი წლის წინ ქმარმა დაასაჩუქრა "ბეემვე"–თი, ცოტა ხნის წინ კი მუსიკალურ პროექტში "ერთი ერთში" მეორე ადგილზე გავიდა და პრიზად ერგო 2014 წელს გამოშვებული "ჰონდას" ჯიპის უახლესი მოდელი, რომელიც 33 000 დოლარი ღირს. ნათიას თავისი "ბეემვე" ისე უყვარს, რომ ახალ "ჰონდაზე" გადაჯდომა ძალიან უჭირს. "სარკისთვისაც" ფოტო ძველ მანქანასთან გადაიღო. 

მოცეკვავე რეზიკო რობაქიძე 10 წლის იყო, როცა საჭეს მიუჯდა და მას შემდეგ მანქანის მართვა დიდ ადრენალინად ექცა. ერთადერთ ჯარიმას, რისი გადახდაც ხშირად უწევს, სისწრაფის გადაჭარბების გამო იღებს. ბავშვობიდან "ბეემვე"–ს დიდი გულშემატკივარია, ამას მის მარჯვენა ხელზე გაკეთებული სვირინგიც მოწმობს. მიუხედავად იმისა, რომ სწრაფად სიარულის გამო არაერთ ავარიაშია მოყოლილი, სიჩქარეს მაინც არ უკლებს.

ტელესახე ლევან როსტოშვილი, იგივე როსტო, 8 წელია ერთი მანქანის ერთგულია, რომელიც მისთვის ძვირფასი რელიკვიის ტოლფასია. "ბეემვე 528" მის მეგობარს, წყალბურთელ ზუკა სახელაშვილს ეკუთვნოდა, რომელიც რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა. როსტოს ეს მანქანა განსაკუთრებით უყვარს და მას არასოდეს გაყიდის. ოჯახში კიდევ ორი ავტომობილი აქვთ. "ლენდ როვერ დისქავერს" სანადიროდ იყენებს, "ლექსუსის" ჯიპს კი დედამისი მართავს, რომლისგანაც ხშირად თხოულობს ხოლმე. 
როსტო გამოცდილი მძღოლია და მის გვერდით ყველა მშვიდად მგზავრობს, თვლის, რომ დედამისიც ძალიან კარგად ატარებს მანქანას, მაგრამ ერთმანეთს მაინც არ აკლებენ შენიშვნებს. 

23 წლის მომღერალ ზუკა ხუციშვილს ნახმარ მანქანებში იმდენად არ უმართლებდა, რომ ბოლოს გადაწყვიტა, სულ ახალი ავტომობილი შეეძინა. ცოტა ხნის წინ 2014 წელს გამოშვებულ "ფორდის" ჯიპის საჭეს მიუჯდა. მანქანა მის ცხოვრებაში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი მას შემდეგ გახდა, რაც საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიწყო მუშაობა. დელეგაციას ძირითადად სამსახურის ავტომობილით ხვდება, ხანდახან კი სტუმრებს საკუთარი "ფორდითაც" დაასეირნებს. სამუშაომ მისი ჩაცმულობის სტილიც შეცვალა, ახლა ის ჰალსტუხით და კოსტიუმით დადის.
მომღერალ გიორგი ჩიქოვანის თითქმის მთელი ხელფასი ჯარიმებში მიდის. ეს იმიტომ, რომ მოძრაობის წესებს დიდად არ დაგიდევთ. მანქანას სადაც უნდა, იქ აჩერებს, მძღოლებსაც გზას იშვიათად უთმობს და ზოგჯერ სიჩქარესაც აჭარბებს. თავადაც იცის, რომ არღვევს, მაგრამ თავს იმით იმართლებს, რომ თბილისში სხვანაირად მოძრაობა შეუძლებელია. 
თავისი "მიცუბიში აირტეკისთვის" გიორგი მზრუნველი პატრონია, მანქანაც იმავეთი პასუხობს და კარგ "მეგობრობას" უწევს. 

დათო როსტომაშვილი ანეკდოტებით ბევრს კი აცინებს ხალხს, მაგრამ მის წოდებას ნუ ეხუმრებით – პოლიციის პოლკოვნიკია. ამიტომ პატრულის მიმართ ყოველთვის პატივისცემას გამოხატავს და მოძრაობის წესებსაც თითქმის არ არღვევს. მისი ოჯახის ყველა წევრს, ცოლს და სამ შვილს, საკუთარი ავტომობილი ჰყავს. მათ მიმართ მომთხოვნია და როცა ხედავს, რომ მოძრაობის წესებს არღვევენ, ყვირილსაც არ ერიდება. 40–ზე მეტი მანქანა გამოიცვალა, ყველაზე დიდი კომფორტი კი "ლექსუსის" ჯიპმა შეუქმნა. თვლის, რომ მის ჰაბიტუსს სწორედ ასეთი ავტომობილი შეეფერება. 
მას შემდეგ, რაც მსახიობი პაატა გულიაშვილი "გოლფ 3"–ის საჭესთან ნასვამი დაჯდა და მძინარემ სხვა მანქანა "შეალამაზა", ცდილობს, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მანქანა აღარ მართოს. ასეთ დროს ნასვამი მძღოლების მომსახურების სერვისით სარგებლობს. იყო დრო, როცა უამრავი ჯარიმის გადახდა უწევდა, ახლა კი ძირითადად ცოლის ჯარიმების გადახდითაა დაკავებული. მისი მეუღლე, ნინო ტარიელაშვილი, კანონმორჩილი მძღოლების სიას არ მიეკუთვნება, რის გამოც ქმრისგან გამუდმებით იღებს შენიშვნებს. 
მსახიობმა ნატუკა გულისაშვილმა თავისი "ნისან მარჩი" ბრილიანტის ბეჭდით დანიშნა. იყიდა თუ არა, სალონში ბეჭედი ჩამოკიდა და ამით მის მიმართ თავისი კეთილგანწყობა გამოხატა. მანქანას ისე ექცევა, როგორც სულიერს, თავისი საყვარელი კინოპერსონაჟის სახელიც დაარქვა – ჟოზეფინა. როცა ქალაქში პირველად გამოვიდა, თბილისურმა მოძრაობამ ააფორიაქა, დაძაბა, მერე კი დამშვიდდა და ახლა აგრესიულ მძღოლებს "კარგი" სიტყვებით სულ სიმღერ–სიმღერით პასუხობს. 
ევროპის ჩემპიონს წყალში ხტომაში, ნანა ნებიერიძეს, საჭესთან 14 წელი აქვს გატარებული. მანქანას კარგად მართავს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მამაკაცების რისხვას მაინც იმსახურებს. მართალია, ზოგიერთი ქალი მძღოლი მის ნერვებზეც ისევე თამაშობს, როგორც კაცებისაზე, მაგრამ ამაში ისევ და ისევ ძლიერ სქესს ადანაშაულებს, ქალებს აკომპლექსებენ და დაბნეულად ამიტომაც დადიანო. 
ტელეჟურნალისტმა ეკა ამირეჯიბმა თავის ლურჯ "ბეემვე"–ს უკანა საქარე მინაზე სტიკერი მიაკრა წარწერით: "აზრზეც არ ვარ, სად მივდივარ". ამით მის უკან მომავალ მძღოლებს ანიშნებს, ყოველი შემთხვევისთვის, რაიმე მოულოდნელობისთვის მზად იყვნენ. საჭეს 3 წლის წინ მიუჯდა. თავიდან ცოტა კი გაუჭირდა ყურადღების კონცენტრირება, მაგრამ ახლა გამოცდილი მძღოლივით დადის და ქმარს, მუსიკოს გიორგი სიბაშვილს, უკვე შენიშვნებსაც აძლევს. 
ტელეპროდიუსერი მიშა მშვილდაძე თბილისის ქუჩებში 1993 წელს გამოშვებული "მაზდათი" დადის, რომელიც 21–ე საუკუნის სტანდარტებს არანაირად აკმაყოფილებს, მაგრამ ეს დიდად არ აწუხებს. როცა შორ გზაზე მიდის და კომფორტი სჭირდება, ცოლისგან თხოულობს "მერსედესს". თბილისური მოძრაობის წესები არ მოსწონს, მაგრამ თურქეთსა და ეგვიპტეში უარესიც უნახავს, სადაც შუქნიშნებს არასოდეს არავინ უყურებს. 
პროდიუსერი ამ ბოლო დროს ტაქსებით დადის. ამას თავისი მიზეზი აქვს – ფილმს იღებს, სადაც მოქმედება ძირითადად ტაქსიში ხდება, ამიტომ რეალური სიტუაციის ახლოს გასაცნობად ამჯობინებს, მძღოლებს პირადად დაეკონტაქტოს.

ყოფილ ტანმოვარჯიშე ქეთი ხატიაშვილს, სწორედ იმ პერიოდში, როცა პროექტში "ცეკვავენ ვარსკვლავები" მონაწილეობდა, მანქანა გაუქურდეს. მასთან ერთად პლასტიკური ქირურგი გუგა კუზანოვიც დაზარალდა, მას სასცენო კოსტიუმი – კინტაურის ფორმა მოპარეს. ქეთის ეს უსიამოვნო ფაქტი ახლა ღიმილით ახსენდება, რადგან იმ პროექტმა პოპულარობა და პრიზად ბინაც მოუტანა. ჯერჯერობით ქმართან, ლევან ვადაჭკორიასთან საზიარო ავტომობილი ჰყავს – "ჰიუნდაი სანტაფე", მაგრამ უახლოეს მომავალში თავისთვის "კია სპორტიჯის" ყიდვას აპირებს. ქეთი ინტერვიუზე ქმართან ერთად მოვიდა და ჩვენს საუბარში ლევანიც ჩაერთო. 
მომღერალი, "ქუჩის ბიჭი" გურამ ლომიძე, ქალი მძღოლებიდან მხოლოდ თავის შეყვარებულს, უკრაინელ მომღერალ ივანა მელაის აღიარებს, დანარჩენებს კი არ სწყალობს, დარწმუნებულია, რომ ავარიულ სიტუაციებს სწორედ ისინი ქმნიან. თვითონ მანქანას მაშინ გაუგო გემო, როცა ჯგუფი "ქუჩის ბიჭები" პოპულარობის ზენიტში იყო. მართვის მოწმობის გარეშე წლები იარა, მაგრამ ინსპექტორებისგან მხოლოდ პატივისცემას გრძნობდა. ახლა კი პატრული ხშირად აჩერებს და ჯარიმებს ვეღარ აუდის. 
ქალაქური სიმღერების პოპულარული შემსრულებელი, გიორგი წერეთელი, გზებზე სიჩქარის მოყვარულია, ამიტომაც მანამ არ მოისვენა, სანამ "ბეემვე იქს 5" არ ჩაიგდო ხელში. თავს პროფესიონალ მძღოლად მიიჩნევს. ცოლსაც თავად ასწავლა მანქანის მართვა და დარწმუნებულია, რომ მისი მოწაფე გზაზე შეცდომას არ დაუშვებს. 
გიორგისთვის მანქანას კიდევ ერთი დანიშნულება აქვს – ახალი სიმღერის "პრეზენტაციას" სალონში აწყობს. მის სიმღერებსაც ხომ ძირითადად ავტომობილებში უსმენენ. 

ტელეჟურნალისტ თაკო ჩორგოლაშვილს პროექტის "ცეკვავენ ვარსკვლავები" ფინალში პრიზად შესანიშნავი საჩუქარი ერგო – შავი ფერის "კია კარდენზა". ეს კომფორტული და მდიდრული ავტომანქანა მის ცხოვრებაში ძალიან საჭირო დროს გამოჩნდა, რადგან უმანქანოდ იყო დარჩენილი. ახალი, პირდაპირ სალონიდან გამოყვანილი, როგორც ამბობენ ხოლმე, ტაოტიანი ავტომობილი არასოდეს ჰყოლია. 
მიუხედავად იმისა, რომ თაკოს ქალაქში მოძრაობა ხუთი თითივით აქვს შესწავლილი და საგზაო მოულოდნელობებისთვის ყოველთვის მზადყოფნაშია, ახალი მანქანით სიარულის მაინც ეშინია. საჭესთან ყველაზე მეტ შენიშვნას ქმრისგან, კალათბურთელ რეზი დიდიასგან იღებს, ამიტომ არ უყვარს, როცა მანქანით ერთად მგზავრობენ. 


მსახიობ ტატო ჩახუნაშვილს დაშლილი მანქანა რომ მისცეთ, თავისუფლად ააწყობს, თითქმის ყველა სავალი ნაწილის გამოცვლა შეუძლია. ავტომობილს ყურადღებით ეპყრობა, უმნიშვნელო პრობლემაც კი არ გამოეპარება. საჭეს 15 წლის წინ მიუჯდა და ცისფერ "ვოლგას" დიდი სიამაყით დაატარებდა თბილისის ქუჩებში. ახლა კი წითელი "რენო ტვინგოს" პატრონია. ერთი შეხედვით პატარა მანქანა რაჭის სოფლის გზებსაც უმკლავდება და გადატვირთულ თბილისურ მოძრაობაშიც კარგად "დაძვრება". 
მსახიობი როლანდ ოქროპირიძე კარგი მონადირეა, ამიტომ მანქანებს იმის მიხედვით არჩევს, რომ ტყე–ღრეებში სასიარულოდ გამოადგეს. ბევრი ავტომობილი გამოიცვალა, ბოლოს კი "თავისიანს" მიაგნო – "ნისან პატფაინდერს". ამ მანქანით საქართველოს ყველა კუთხე–კუნჭული აქვს მოვლილი. დინჯ კახელს არც თბილისის ქაოსური მოძრაობა უშლის ნერვებს, არც საცობები და, სხვა მამაკაცებისგან განსხვავებით, არც მძღოლი ქალები. უფრო მეტიც, ახლახან დედასაც უყიდა მანქანა. 
მოცეკვავე ოთო ფოლადაშვილის სალათისფერ "მერსედეს სმარტს" პატრულის ყველა თანამშრომელი ცნობს. ჯერ ერთი, მისი მანქანა და სერია გამორჩეულია და მეორეც, მთელი ერთი წელი მართვის მოწმობის გარეშე იარა და უამრავი ჯარიმაც დააგროვა. პატარა, ორკაციანი ავტომობილი თბილისის გადატვირთული ქუჩებისთვის არის ზედგამოჭრილი, საცობებში მანევრირება არ უჭირს და სწრაფადაც მოძრაობს. მცირეგაბარიტიან მანქანაში, თუ გაჭირდა, ხუთი კაციც ეტევა და ოთოს შეუძლია ბორბლებზე მოსიარულე კლუბადაც აქციოს. 
ოთო თავის "სმარტს" ადამიანივით ეფერება და მისი ხათრით ხშირად სალათისფერ სამოსსაც იცვამს. ერთადერთი, რაც მის "სათამაშო" მანქანას ემტერება, ძლიერი ქარია.

კომედი გრუპის მსახიობს, იუმორისტ ეკა აბშილავას, ისეთი მანქანა ჰყავს, მამაკაცების ყურადღებას იქცევს და მას ხშირად შეჯიბრში იწვევენ. სპორტული წითელი "ბეემვე" – ბიჭების საყვარელი მოდელი – ქალურად მორთო, სალონის სარკესთან ფუმფულა სათამაშო დაკიდა, ჭერზე კი პატარ–პატარა ვარსკვლავები მიაკრა. 2 წელია, რაც საჭესთან ზის. თავი უკვე გრძელ გზაზეც მოსინჯა – თბილისიდან ბათუმამდე ჩავიდა, მაგრამ, აი, იქიდან უკან გამობრუნება ვეღარ გარისკა. თვლის, რომ ნორმალური მძღოლია და საჭესთან პატარ–პატარა "ეშმაკობების" უფლებასაც აძლევს თავს. 
ჯგუფ "ფორტეს" წევრი, მომღერალი ზურა მანჯავიძე, მას შემდეგ გახდა იძულებული, საკუთარი მანქანა გამოეცვალა, რაც თავისი პოლიტიკური შეხედულებების გამო თავდასხმის მსხვერპლი გახდა. მაშინ "ჰიუნდაი ტუქსონი" ისე დაუზიანეს, მისი გაყიდვა ამჯობინა. ახლა "ჰონდას" ჯიპი აქვს. მომღერალი გზებზე სიფრთხილით, მოთმინებითა და თავაზიანობით გამოირჩევა, უფრო მეტიც, კანონმორჩილთა იმ იშვიათ კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევის დროს თავად სთხოვს პატრულს, ალკოჰოლზე შეამოწონ. 
მსოფლიო ჩემპიონს ჭიდაობაში, რამაზ ნოზაძეს, მოსწონს, როცა თბილისში იშვიათი მანქანის საჭესთან ზის. ასეთი რამდენიმე გამოიცვალა და ახლაც "ექსკლუზივი" ჰყავს, რომლითაც ძალიან ამაყობს. მოძრაობისას თავისი პრინციპები აქვს, რომლებსაც არასოდეს არღვევს – არ სვამს, სწრაფად არ დადის, საკმაოდ დამთმობი მძღოლია, ქალებსაც ათას სისულელეს პატიობს, ცოლს, ხატია სიჭინავას კი საჭესთან ერთი შეცდომის დაშვების უფლებას არ აძლევს. 
და მაინც, ტრაგედიას ვერ ასცდა. რამდენიმე წლის წინ უბედურ შემთხვევას მისი მეგობარი, მოჭიდავე გიკო მაისურაძე ემსხვერპლა. ამის შემდეგ რამაზს დიდი დრო დასჭირდა, რომ ცხოვრებისკენ მობრუნებულიყო. 

"კომედი შოუს" მსახიობ თამუნა ლეკვეიშვილის მანქანის სავარძელი პერიოდულად უკან–უკან იწევს იმისდა მიხედვით, ფეხმძიმობის რომელ თვეშია მისი მძღოლი. თამუნა ამჟამად 7 თვის ფეხმძიმეა, მესამე შვილს ელოდება. პასიურ ცხოვრებას ვერ ეგუება და ვერც საჭეს შორდება, უფრო მეტიც, ქმრის პირად მძღოლადაც იქცა. თითქმის 4 წელია, რაც საჭესთან ზის. არც მართვის მოწმობა ჰქონდა და არც მართვა იცოდა წესიერად, როცა მანქანით ქალაქში გასვლა გადაწყვიტა. მძღოლი გახდა, ოღონდ არალეგალური. მართვის მოწმობა კი ორი წლის წინ აიღო. ე კლასის "მერსედესი" ჰყავს, რომელიც ქმარმა აჩუქა. 
მსახიობ გიორგი ბოჭორიშვილს, მართალია, საკუთარი მანქანა აქვს, მაგრამ ზოგჯერ ავტობუსში, სხვა მგზავრებთან ლაპარაკში გართულსაც ნახავთ. ეს მაშინ ხდება, როცა საწვავის ფული არ აქვს და საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობს. ამ დროს ბევრი ცნობს და მსახიობს გამოელაპარაკება ხოლმე. 
გიორგი 5 წლის წინ მიუჯდა მანქანის საჭეს. ამ ხნის განმავლობაში სამი ავტომობილი გამოიცვალა და მეოთხე აღმოჩნდა ის, რომელმაც დააკმაყოფილა. მისი "სუბარუ ფორესტერი" ძალიან მოხერხებულია, ქალაქში კარგად მანევრირებს, სათევზაოდ და მიუვალ გზებზე გამოდგება. რაც შეეხება მის მძღოლს, გზებზე უწესრიგო მოძრაობა ძალიან აღიზიანებს, თუმცა ერთხელ თვითონაც გაუფრთხილებლად მოიქცა და... 


მოცეკვავე გიგი გაჩეჩილაძემ მანქანის მართვა 16 წლის ასაკში ამერიკაში ისწავლა და საჭესაც იქვე მიუჯდა. ახალბედა მძღოლს ამერიკული მოძრაობის წესები თავიდან კი აშინებდა, მაგრამ მერე ყველაფერი დალაგდა და მანქანით შტატიდან შტატში გადასვლაც დაიწყო. სამაგიეროდ, საქართველოში ჩამოსული, "ბეემვე"–ს მიუჯდა და ბევრ ხიფათსაც გადაეყარა... გიგი თავის ავტოთავგადასავლებს "სარკესთან" იხსენებს.
მსახიობ გიორგი ვარდოსანიძეს საჭესთან ჯდომის არცთუ დიდი სტაჟი აქვს, სულ სამიოდე წელი, მაგრამ ამ სამ წელიწადში იმდენი მანქანა ჰყავდა, თამამად შეუძლია თქვას, ავტომობილებს ცხვირსახოცებივით ვიცვლიო. ტყე–ღრეში სიარულის მოყვარული გიორგი ახლა სწორედ ისეთ მანქანას მართავს, მიუვალ ადგილებშიც რომ თავისუფლად ივლის. უკანა საბარგულში კი იმდენი და ისეთი აღჭურვილობა უწყვია, რომ უკაცრიელ ადგილზეც ერთი თვე გადასარევად იქნება და არაფერი გაუჭირდება. 
გიორგიმ "ცეკვავენ ვარსკვლავებ"–ის წინა სეზონში მოგებული "რენჯ როვერი" გაყიდა. იმ ფულით ბანკის ვალებიც გაისტუმრა და 2005 წლის "ემელის" ჯიპიც იყიდა. მსახიობს უყვარს ქალაქგარეთ პიკნიკების მოწყობა, კუმისის თუ წალკის ტბაზე სათევზაოდაც დადის და საქართველოს ისტორიულ კუთხეებშიც მოგზაურობს. 

მსახიობ გიორგი ვარდოსანიძეს საჭესთან ჯდომის არცთუ დიდი სტაჟი აქვს, სულ სამიოდე წელი, მაგრამ ამ სამ წელიწადში იმდენი მანქანა ჰყავდა, თამამად შეუძლია თქვას, ავტომობილებს ცხვირსახოცებივით ვიცვლიო. ტყე–ღრეში სიარულის მოყვარული გიორგი ახლა სწორედ ისეთ მანქანას მართავს, მიუვალ ადგილებშიც რომ თავისუფლად ივლის. უკანა საბარგულში კი იმდენი და ისეთი აღჭურვილობა უწყვია, რომ უკაცრიელ ადგილზეც ერთი თვე გადასარევად იქნება და არაფერი გაუჭირდება. 
გიორგიმ "ცეკვავენ ვარსკვლავებ"–ის წინა სეზონში მოგებული "რენჯ როვერი" გაყიდა. იმ ფულით ბანკის ვალებიც გაისტუმრა და 2005 წლის "ემელის" ჯიპიც იყიდა. მსახიობს უყვარს ქალაქგარეთ პიკნიკების მოწყობა, კუმისის თუ წალკის ტბაზე სათევზაოდაც დადის და საქართველოს ისტორიულ კუთხეებშიც მოგზაურობს. 

მოდელი და ტელესახე ეკო ფანგანი კარგ მძღოლად არის ცნობილი. როგორც თავად გვითხრა, მანქანის სიყვარული ფანგანებს გენეტიკაში აქვთ. მართვა სრულიად დამოუკიდებლად ისწავლა. მამაკაცები ავტომობილით შეჯიბრში ხშირად იწვევენ და ისიც, თუ ხასიათზეა, უკან არ იხევს. ამბობს, რომ არასოდეს მარცხდება. 
ტელე და რადიოწამყვანი გიორგი ნაზღაიძე მალე თბილისის ქუჩებში "პორშეს" კაბრიოლეტით გამოჩნდება, მანამდე კი ცეელეს კლასის "მერსედესით" მოძრაობს. ეს ავტომობილი მისი სიამაყეა. თვლის, რომ მისი ყიდვით შურით ბევრს დაუხეთქა გულები. წინა მანქანაც "მერსედესი" ჰყავდა, რომელსაც დიდხანს მალავდა, ეშინოდა, ბოროტი ადამიანების თვალი არ სცემოდა. მერე მობეზრდა და ძმას აჩუქა. ამბობენ, რომ ძვირადღირებული ავტომობილებით მას საცოლე ანებივრებს, რომელიც ამერიკაში ცხოვრობს. გიორგი კი ირწმუნება, რომ მანქანები თავისი ფულით, შრომით შეიძინა. მართვის მოწმობა ერთი წლის წინ აიღო, მაგრამ თავი უკვე გამოცდილ მძღოლად მიაჩნია და სხვებს აკრიტიკებს კიდეც. განსაკუთრებით კი ქალ მძღოლებს ერჩის. ერთი იდეაც აქვს – მათთვის გისოსებიანი ტრასა გააკეთონ, რომ მამაკაც მძღოლებს ახლოს არ გაეკარონ. თურმე არც ქალები უშლიან "მტრობას", მათ "დუელზე" კი თავად გიორგი გვიამბობს. 
მსახიობ ონისე ონიანს ადრე ვერც წარმოედგინა, თუ ოდესმე მანქანის საჭეს მიუჯდებოდა. 39 წლის იყო, როცა მიხვდა, რომ ავტომობილის გარეშე ხუთ თეატრს შორის სირბილი აღარ შეეძლო. მართვა სამ დღეში ისწავლა, მეხუთე დღეს კი უკვე "ფორდ ესკორტის" საჭესთან იჯდა. სწორედ აქედან დაიწყო მანქანასთან შეჩვევის მძიმე ერთი წელიწადი. მთელი წლის განმავლობაში ცდილობდა, მასთან "საერთო ენა" გამოენახა. ერთ დღესაც, როცა დააფიქსირა, რომ საჭესთან სიგარეტსაც ეწეოდა, მუსიკასაც უსმენდა და ტელეფონსაც პასუხობდა, მიხვდა, რომ უკვე მძღოლი იყო. 
9 წლის განმავლობაში 3 მანქანა გამოიცვალა, სამივე სედანი. ორწელიწადნახევარია, რაც "მიცუბიშის" ჯიპს მიუჯდა. ახლა არც რაჭაში, აგარაკზე სიარული უჭირს და ოჯახთან ერთად ლაბრადორიც კომფორტულად მგზავრობს. 
მსახიობი ჯაბა კილაძე პატარა ზომის მანქანის საჭესთან არასდროს მჯდარა. თავიდანვე, ანუ 6 წლის წინ, დიდი "როვერი" აირჩია. მანამდე მანქანასთან შეხება არ ჰქონია, ახლა კი ავტომობილის გარეშე საკუთარი თავი ვერ წარმოუდგენია. ის მისთვის გადაადგილების საშუალებაც არის და ფულის დაზოგვისაც. 
"კომედი შოუს" მსახიობი ბექა ონიანი ერთხანს ფურგონ "ოპელის" საჭეს უჯდა და ძალიანაც კმაყოფილი იყო, მაგრამ მშობლიურ სვანეთში სასიარულოდ მაინც ჯიპის ყიდვა დასჭირდა. ახლა ცოლ–შვილთან ერთად სოფელ მელეში დამშვიდებული მიდის, რადგან იცის, რთულ გზაზე ავტომობილი პრობლემებს არ შეუქმნის. 
მანქანის მართვა მერვე კლასში ბიძამ ასწავლა, 18 წლისას კი უკვე მართვის მოწმობაც ჰქონდა და მამის ნაჩუქარი "ჟიგულიც". ასე რომ, შეიძლება ითქვას, გამოცდილი მძღოლია, თუმცა მის გვერდით მჯდომ ცოლს რატომღაც მაინც ეშინია ხოლმე. ამიტომ ბექამ გადაწყვიტა, მანქანის მართვა მასაც ასწავლოს და ამით ზოგიერთი ვალდებულებისგან გათავისუფლდეს. საერთოდ ქალი მძღოლების საწინააღმდეგო არაფერი აქვს, მიუხედავად იმისა, რომ ერთხელ ერთმა მათგანმა ავარიული სიტუაცია შეუქმნა. იმ ქალბატონს რაინდულად მოექცა და დაზიანებული მანქანის საზღაური არც გამოართვა. 

ხატია შამუგიას მანქანაში ისეთი თავბრუდამხვევი არომატი ტრიალებს, ადვილად მიხვდებით, რომ მის პატრონს სუნამოებთან მჭიდრო კავშირი აქვს. როგორც იცით, ის ერთ–ერთი ცნობილი პარფიუმერიული ბრენდის პიარმენეჯერია, ასევე ქართული შოუბიზნესისა და ბომონდური წვეულებების ერთ–ერთი მუდმივი სახე. გარეგნობაზე ზრუნვა უკვე პროფესიულ ჩვევად აქვს ქცეული, რომელსაც საჭესთანაც არ ღალატობს და მანქანის სარკეს "დანიშნულებისამებრ" ხშირად იყენებს, ვთქვათ, შუქნიშანზე დგომისას. ამიტომაც მის უკან, გაბრაზებული მძღოლების რიგი ჩნდება, მაგრამ ხატიამ მათი დასაშოშმინებელი მეთოდი იცის, მაგრამ ამაზე ქვემოთ. 
ჩვენი რესპონდენტი "ლექსუსის" ლურჯ ჯიპს მართავს, რომელიც ყოფილი ქმრის, ჯგუფ "ქუჩის ბიჭების" წევრის, გურამ ლომიძის დახმარებით შეიძინა. ყოფილი ცოლის სურვილის დასაკმაყოფილებლად – ჰყოლოდა მაინცდამაინც ლურჯი ჯიპი, გურამიკომ ამერიკაში ბევრი ირბინა და ეს მანქანა მაინც იშოვა. საჭესთანაც პირველად მან დასვა ხატია და მართვის ანაბანა ასწავლა. 

მსახიობმა მაკა ძაგანიამ 5 წლის წინ მარჯვენასაჭიანი "ტოიოტას" ჯიპი შეიძინა, რომელიც მის ერთგულ მეგობრად და თან "სამგზავრო გარდერობადაც" იქცა. მანქანით უამრავ ტანსაცმელს დაატარებს, რომ, საჭიროებისამებრ, გზაშივე გამოიცვალოს. სანამ სერიალ "ჩემი ცოლის დაქალების" თინა გახდებოდა, პატრული თითქმის ყოველ ნაბიჯზე აჩერებდა და ალკოჰოლზე ამოწმებდა, რადგან ძირითადად ღამით უხდებოდა სიარული. თინას როლმა კი პატრულებთან ეს პრობლემა მოუხსნა. 
მაკა საკმაოდ ფრთხილი მძღოლია და კარგი რეაქცია აქვს
ტელესახე გვანცა დარასელია ისე ჩქარობდა მართვის მოწმობის აღებას, რომ გამოცდებზე ორსული გავიდა. ქმარმა კი "მიცუბიში პაჯეროთი" დაასაჩუქრა. მართალია, სულ რაღაც ორი წლის წინ მიუჯდა საჭეს, მაგრამ დარწმუნებულია, რომ კარგი მძღოლია და უკვე სხვა ქალ მძღოლებსაც აკრიტიკებს. 
გვანცას მანქანის სალონში საპატიო ადგილი "ფერარის" კალათს უჭირავს, რომელშიც პატარა ერეკლე ზის. მშობლებმა იზრუნეს, რომ ბავშვი მანქანაში უსაფრთხოდ ყოფილიყო და ეს კალათი უცხოეთიდან სპეციალურად ჩამოუტანეს. ახლა დედა–შვილი ერთად მშვიდად მგზავრობენ. 

No comments:

Post a Comment