Tuesday, February 10, 2015

მეჰმეტ აკიფ ალაკურტი / Mehmet Akif Alakurt

დაბადების სახელი: მეჰმეტ აკიფ ალაკურტი / Mehmet Akif Alakurt
დაბადების თარიღი: 1979 წლის 23 ივლისი
დაბადების ადგილი: ფატსე, თურქეთი
პროფესია: მოდელი, მსახიობი
ზოდიაქო: კირჩხიბ

კარიერა: 2002 დღემდე
სიმაღლე: 190 სმ.
წონა: 95 კგ.
ჰობი: სირბილი და კალათბურთი
საყვარელი მარკის ავტომობილი: BMW
პარფიუმერია: არმანი, ჰუგო
საყვარელი აქსესუარები: საათები, ჯაჭვები, ბერეტები ქუდები და
ბჭდები
ყოველდღიური სამოსი: ჯინსი და პერანგი
საყვარელი ბრენდები: ლაკოსტე, ქოლეზიონე, ნაიკი, ტიმბერლანდ
საყვარელი ქალაქი და ქვეყანა: ბარსელონა და იტალია
საყვარელი მულტფილმები: "სმურფიები", "წითელი ვეშაპი",
"სიმპსონები" და "სპანჩბობი"
ბავშვობის ოცნება: გამხდარიყო მფრინავი
საყვარელი საჭმელი: პასტა და ხორცეული
თურქული ფილმებისა და სერიალების ვარსკვლავი მეჰმეტ ალაკურტი დაიბადა 1979 წლის 23 ივლისს შავი
ზღვისპირეთის უძველეს ქალაქ ფატსეში, თუმცა, ზოგიერთ მონაცემებს თუ დავუჯერებთ, სტამბულში.
მამამისი სამხედრო მოსამსახურე იყო. სკოლის დამთავრების შემდეგ ის კარიერას იკეთებს სამოდელო
ბიზნესში. მოდელობაზე მეჰმეტი დედამ დაითანხმა. მან მუშაობა დაიწყო - ის სააგენტოში, რომელიც 1989
წელს დაარსდა.
სერიოზულმა და მომნუსხველმა აკიფ ალაკურტმა მალე მოიპოვა " თურქეთის პრინცის " ტიტული. გავიდა
რამდენიმე წელი და იგი არმიაში გაიწვიეს. სავალდებულო სამსახურის მოხდის შემდეგ მეჰმეტი
დაუფიქრებლად დაუბრნდა სამოდელო ბიზნესს.
2000 წელს მან მოიპოვა "თურქეთის საუკეთესო მოდელ" - ის ტიტული.
2002 წელს იგი გადაიღეს სერიალში "გატეხილი გული". 2006 წელს კი ცნობილ სერიალში "სილა", სადაც
ითამაშა ბატონის როლი ცნობილ მოდელ და მსახიობ ჯანსუ დერესთან ერთად. ამ როლის შესრულებით მან
ასიათასობით ადამიანთა გულები დაიბყრო. 2013 წლისთვის იგი მიიწვიეს მთავარ როლში "ფათიხ
დამბყრობელი", სადაც ასევე ბრწყინვალედ ართმევს თავს ცნობილი ისტორიული პირის მეჰმედ დიდის
როლის განსახიერებას, რომელმაც ბიზანტიის იმპერია დაამხო და ოსმანთა დიდი იმპერიის განვითარებას
ჩაუყარა საფუძველი.
უკვე ცნობილმა მსახიობმა და საოცარმა რომანტიკოსმა ადვილად შესძლო მსოფლიოს ულამაზეს ქალთა
გულების დაპყრობა. მან ჰოლივუდის სექს-სიმბოლო მამაკაცები ბევრით ჩამოიტოვა უკან.
მეჰმეტს, სამწუხაროდ, არ უყვარს თავის ცხოვრებასა და რომანულ თავგადასავლებზე საუბარი, ის ხომ
ზედმეტად სერიოზული და სიტყვაძუნწია. ამიტომაც ცდილობს ყველა ცნობილი ქალი ვარსკვლავი მასთან
ინტიმური ურთიერთობების გაბმას...
მეჰმეტი გატაცებულია ფსიქოლოგიით, მიუხედავად იმისა, რომ ფილმებში მას ფსიქოლოგიური
თვალსაზრისით ურთულეს გმირთა როლების შესრულება უწევს, რეალურ ცხოვრებაში იგი ძალიან
თავისუფალი პიროვნებაა: მიუხედავად ამისა, მან დღემდე მაინც ვერ შესძლო თავისი გულისწორის პოვნა.
ითამაშა ფილმებში: "გატეხილი გული"- 2002, "მიწისქვეშა სასახლე"- 2004, "ზეთისხილის რტო"- 2005,
"სილა"- 2005, "Haci"- 2006, "ადანალი"- 2008,"ფათიხ დამპყრობელი"-2013

სონგიულ ოდენი / Songul Oden

დაბადების სახელი: სონგიულ ოდენი / Songul Oden
დაბადების თარიღი: 17 თებერვალი 1979
დაბადების ადგილი: დითარბარკირი, თურქეთი
პროფესია: მსახიობი
ზოდიაქო: მერწყული

სონგიულს ერთ-ერთ ულამაზეს ქალად თვლიან თურქ მსახიობთა
შორის. ის დაიბადა ქალაქ დიარბაკირში 1979 წელს, მისი სახელი
ითარგმნება როგორც "ვარდი", ამიტომაც, არის ალბათ ის ასეთი ნაზი
და სათუთი ყველა განსახიერებულ როლებში...
სონგიული სწავლობდა სხვადასხვა ფაკულტეტებზე, ზოგიერთი
მათგანი ბოლომდე არც კი დაუმთავრებია და განსაკუთრებული
სარგებლობა მისთვის არცერთ მათგანს არ მოუტანია. ბოლოს მან
ბედი თეატრალურ ხელოვნებაში სცადა და როგორც ჩანს აქ უკვე
წარმატებული გახდა.
სონგიულმა გადაწყვიტა მთელი ცხოვრება სამსახიობო
ხელოვნებისთვის დაეთმო. ძირითადად მას იღებენ დრამატულ და
მელოდრამულ ფილმებში.
ამჟამად ის დაიჯახებულია მსახიობზე. მისი პირადი ცხოვრების
შესახებ ბოლო დროს არაფერი ისმის და თვლიან რომ არც არის
აუცილებელი მისი ცოდნა. მთავარია, სონგიული ისეთივე
რომანტიკული იყოს, როგორიც იგი მის მიერ განსახიერებულ როლებშია.
გადაღებულია ფილმებში: "72-ე კამერა"- 2011, "უწყინარი დიასახლისები"- 2011, "მწარე სიყვარული"- 2009,
"მომეცი სული"- 2007-2008, "მარგალიტი"- 2005- 2007, "ამდერძი"- 2001 და სხვა...

ნურგიულ ეშილჩაი / Nurgul Yesilcay

დაბადების სახელი: ნურგიულ ეშილჩაი / Нургюль Ешилчай / Nurgul Yesilcay
დაბადების თარიღი: 26 მარტი 1976
დაბადების ადგილი: აფონი, თურქეთი
პროფესია: მსახიობი
ზოდიაქო: ვერძი

ცნობილი თურქი მსახიობი ქალი ნურგიულ ეშილჩაი დაიბადა 1976
წლის 26 მარტს აფონში, დასავლეთ თურქეთში. გაიზარდა იზმირში.
სამსახიობო ხელოვნებას დაეუფლა ანატოლიის ინსტიტუტსა და
ესკიშეხირის უნივერსიტეტის სპეციალურ სკოლაში.
2004წელს ნურგიული ცოლად გაჰყვა ჯემა იუოზერს, რომელსაც
დასცილდა 2010 წელს. 2005 წელს მას შეეძინა ვაჟი ოსმანი.
ნურგიული ერთ-ერთი წარმატებული და მოთხოვნადი მსახიობი
ქალია თურქეთში. მას იღებენ კინოსა და ტელევიზიებში. 1998 წელს
ითამაშა თავისი პირველი როლი ფილმში "ყველაფერი კარგად
იქნება".
თურქი მაყურებელი მას იცნობს ტელესერიალებით "სიყვარული და
სასჯელი" და "პატარძალი".
გადაღებულია ფილმებში: "ძარცვა ელისეის მინდვრებში"- 2012, "ჩინარა"- 2011, "სიყვარული და სასჯელი"-
2010, "სინდისი"- 2008, "სამოთხის მხარეს"- 2007, "ადამის მატარებელი:-2007, "პატარძალი"-2006, "მომიყევი,
სტამბული!"- 2005, "მუმია გაქცევაში"- 2002, "ჩანჩქერი"- 2006, "მეორე გაზაფხული" -1999-2001, "ყველაფერი
კარგად იქნება"- 1998.

ილაიდა ჩელიკი / İlayda Çelik

დაბადების სახელი: ილაიდა ჩელიკი / İlayda Çelik
დაბადების თარიღი: 22 დეკემბერი, 1994
დაბადების ადგილი: სტამბული, თურქეთი
პროფესია: მსახიობი
ზოდიაქო: თხის რქა

ილაიდა ჩელიკი დაიბადა 1994 წლის 22 დეკემბერს სტამბულში,
თურქეთში. მან საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლა
განაგრძო მიმარ სინანის სახვითი ხელოვნების უმაღლეს სკოლაში.
ამჟამად სწავლობს სტამბულის უნივერსიტეტში თეატრალურ
განყოფილებაზე. ილაიდას შესახებ მწირი ცნობები მოიპოვება
თურქულ წყაროებში. თურქმა მაყურელებმა ის ტელე სერიალიდან "
შავი ვარდი ", "Karagül" გაიცნო, სადაც ის მაიას როლს ასრულებს. მან,
როგორც კინოკრიტიკოსები ამბობენ, ამ გმირის სახით , შესანიშნავად
შეასრულა სახასიათო როლი და მაყურებლის წინაშე წარსდგა,
როგორც "უდანაშაულო ლედი

აზლემ კონკერი / Ozlem Conker

დაბადების სახელი: აზლემ კონკერი / Ozlem Conker
დაბადების თარიღი: 1 ივლისი, 1973
დაბადების ადგილი: თურქეთი, ანკარა
პროფესია: მსახიობი, მოდელი
ზოდიაქო: კირჩხიბი

აზლემ კონკერი ნიჭიერი თურქი მსახიობი ქალბატონი და მოდელია.
იგი ანკარაში დაიბადა 1973 წელს. ნიდერლანდებში დაამთავრა
ტილბიურგის უნივერსიტეტი. შემოქმედებითი კარიერა სამოდელო
სააგენტოში დაიწყო. პირველი შესამჩნევი როლი მან შეასრულა
სერიალში «izim Ev».-"ჩვენი მთავარი". აზლემი აღიარებული და
ცნიბილი მსახიობი გახდა ამერუკული სერიალია "სულელი ბეტი"-ის
თურქულ ვერსიაში ტალანტურად და დიდი გარდასახვით
შესრულებული როლის გამო.
2000 წლიდან 2013 წლამდე მსახიობმა შეასრულა მთავარი როლი
სერიალებში: '"დაპირება"", "უშენოდ არ ვიმუშავებ", ” Kinali kar".
მსახიობი გადაღებულია არამხოლოდ ტრაგიკულ და რომანტიკულ
როლებში, არამედ კომიკურშიც, რადგან მას ერთნაირი
დამაჯერებლობით შეუძლია გარდასახვა დინჯი გმირიდან
ქარაფშუტად, ჭკვიანიდან-სულელად. მაყურებლების აზრით,
აზლემის მიერ შექმნილი გმირთა სახეები მგრძნობიარე და
დამამახსოვრებელია

ასიე ნურ ფეტაჰოღლუ / Asiye Nur Fettahoğlu

დაბადების სახელი: ასიე ნურ ფეტაჰოღლუ / Asiye Nur Fettahoğlu
დაბადების თარიღი: 12 ნოემბერი 1980
დაბადების ადგილი: დუისბურგი, გერმანია
პროფესია: მსახიობი
ზოდიაქო: მორიელ

ბიოგრაფია:
თურქი მსახიობი ქალი, ასიე ნური, დაიბადა გერმანიის ქალაქ
დუისბურგში 1980 წლის 12 ნოემბერს ფატმა და სინან
ფეტაჰიღლუების 5 შვილიან ოჯახში. სტამბულში დაამთავრა
ბეშიქტაშის ლიცეუმი. სწავლობდა სტამბულის ჰალიჩის ტანსაცმლის
დიზაინის ფაკულტეტზე. ნური მუშაობდა ბანკში, იყო ტელე-არხ
"სკაი თურქ"-ისა და რუბრიკის "ბირჟის ამბები"-ს წამყვანი.
პირველ ქმართან, მურატ აისანთან ქორწინებისას, მის
საპატივცემულოდ ქმრის გვარის მიხედვით ასიე დაირქვა. ამჟამად
ქორწინებაშია მეორე ქმართან ლივენტ ვიზიროღლუსთან.
ქართველმა მაყურებელმა ის გაიცნო პოპულარული სერიალის
("დიდებული საუკუნე") გმირის სულთან მაჰიდევრანის სახელით.
გადაღებულია სერიალებსა და ფილმებში: 2011წ.-"დიდებული
საუკუნე", 2011წ-"მგლების ხეობა", 2010წ-"მოლარე", 2008-2010წ-
"აკრძალული სიყვარული", 2007წ-"ჩემგან რა მამა

სელმა ერგეჩი / Selma Ergec

დაბადების სახელი: სელმა ერგეჩი / Selma Ergec
დაბადების თარიღი: 1 ნოემბერი 1978
დაბადების ადგილი: ბოხუმი, გერმანია
პროფესია: მსახიობი, მოდელი
ზოდიაქო: მორიელი

სელმა ერგეჩი დაიბადა 1978 წლის 1 ნოემბერს გერმანიაში, ქალაქ ბოხუმში.
მამამისი წარმოშობით თურქია, მუშაობდა ექიმად. დედა გერმანელია,
მუშაობდა მედიცინის დად. 1983 წელს ოჯახი თურქეთში გადავიდა ჯერ
მერსინში ცხოვრობდნენ, შემდეგ კი ანკარაში. 1989 წელს ოჯახი ისევ
გერმანიაში გადადის.
1995 წელს სელმამ სამხრეთ რეინ-ვესტფალის სკოლის დამთავრების
შემდეგ, მიიღო საშუალო განათლების დოპლომი. 1995-1996 წლებში
სწავლობდა ჰედინგსტონის ოქსფორდის სკოლაში. სტუდენტთა გაცვლის
პროგრამის წყალობით 1996-1998 წლებში სწავლობდა საფრანგეთის ქ.
ლილში. აქედან წამოსვლის შემდეგ, თურქეთში სტამბულის
უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე განაგრძო სწავლა.
პარალელურად ის სამედიცინი კლინიკაში მუშაობდა სტაჟიორად.
სამედიცინო სტაჟირების დამთავრების შემდეგ გადაიღეს სერიალში «Yarım
Elma».-"ვაშლის ნახევარი". სამსახიობო ხელოვნების ამაღლების მიზნით
2003 წლიდან ალი უზუნათაგან'დანთან დაიწყო მეცადინეობა. ნამდვილ
წარმატებას მან თურქულ-ამერიკულუ პროექტის "ქსელი 2.0" გადაღებისას
მიოპოვა.
რაც შეეხება მის სამოდელო კაეიერას, სერიალების გადაღებასთან ერთად,
იგი სარეკლამო ბრენდ «Selamlique» -ის სარეკლამო მოდელად მუშაობდა.
20011 წლიდან მის სამსახიობო კარიერაში ახალი ხანა იწყება. ის მიიწვიეს გახმაურებულ სერიალში "დიდებული
საუკუნე"-ში მიიწვიეს ერთერთ მთავარ როლში. თავისი არჩევანით მას ჰატიჯე სულთნის როლი მისცეს, რასაც
ბრწყინვალედ გაართვა თავი. ეს საუკეთესო როლი იყო მის სატელევიზიო სერიალების კარიერაში. ითამაშა
ფილმებსადა სერიალებში:"დიდებული საუკუნე"-2011, "ხმა"-2010, "ასი"-2007-2009, "ნისლი და ღამე"-2007, "ხუთი
დრო"-2006, "ქსელი"-2006, "დიდება"-2005.

ფირატ ჩელიკი / Firat Celik

დაბადების სახელი: ფირატ ჩელიკი / Firat Celik
დაბადების თარიღი: 25 მარტი 1981
დაბადების ადგილი: გერმანია (მოქალაქეობა თურქეთი, გერმანია)
პროფესია: მსახიობი
ზოდიაქო: ვერძი

ფირატი დაიბადა გერმანიაში 1981 წლის 25 მარტს, ემიგრანტების
ოჯახში. ოდნავ მოგვიანებით, მსახიობის ოჯახი საცხოვრებლად
საფრანგეთში გადავიდა, სადაც ცნობიერი ბავშვობის უმეტესი წლები
გაატარა. ფირატი სანამ ცნობილი გახდებოდა, ყველგან მუშაობდა,
სადაც კი მიიღებდნენ. იყო: ბარმენი, მშენებელი, მოდელი და სხვ.
მისი ბევრი მეგობარი ფიქრობდა, რომ ფირატისგან კარგი მსახიობი
დადგებოდა, ამიტომ მას ამისკენ უბიძგებდნენ. ბოლოს დაითანხმეს
და ის დრამატული ხელოვნების შესწავლას შეუდგა. დამწყები
მსახიობის მომავალი გადაიკვეთა ცნობილ რეჟისორ ტერი ჰარკურტის
შეხვედრით, რომელმაც მხარდაჭერა გამოუცხადა მას. მისი პირველი
დებიუტი შედგა ფილიპ ლიორეს მხატვრულ ფილმში
„მოგესალმებით“, სადაც მან მეორე ხარისხოვანი როლი შეასრულა.
ამის შემდეგ, ფირატმა, გარკვეული ხნით მუშაობა განაგრძო თეატრში,
ცოცხალ პუბლიკასთან, სადაც დიდი გამოცდილება დააგროვა.
შემდეში, მისი ყურადღება, თურქულმა სერიალებმა მიიქცია. 2010
წელს მას შეხვდა ერთ-ერთი მთავარი როლი წარმატებულ სერიალში „უდანაშაულო“. აქედან აგორდა ჭორი,
თუ სინამდვილე, მასსა და ბერენ საატის სასიყვარულო ურთიერთობებზე... ფირატს, მსოფლიო აღიარება
მოუტანა, სერდარ ისიკის სერიალში -„20 წუთი,“ შესრულებულმა როლმა.
მსახიობმა სულ ითამაშა ორ მხატვრულ ფილმსა და ორ სატელევიზიო სერიალში:
2013 წ - „ 20 წუთი „- „20 dakika“ - კომიზერ ოზანის როლი;
2011 წ - „ მე არ მძინავს, ხოლო თვე იზრდება“- „Ay büyürken uyuyamam“ - მერტის როლი;
2010 – 2012 წწ. „ უდანაშაულო „/ რა დანაშაული აქვს ფატმაგულს?/, - „Fatmagül'ün suçu ne?” - მუსტაფას
როლში;
2009 წ – „ მოგესალმებით“ – „Welcome“ - კობანის როლი.

მერიემ უზერლი / Meryem Uzerli

დაბადების სახელი: მერიემ უზერლი / Meryem Uzerli
დაბადების თარიღი: 12 აგვისტოს, 1983
დაბადების ადგილი: გერმანია, ქალაქ კასელში.
პროფესია: მსახიობი
ზოდიაქო: ქალწული

მერიემ უზერლი თეატრისა და კინოს გერმანელი - თურქი მსახიობია. მისი
სრული სახელია მერიემ სარა უზერლი, Meryem Sahra Uzerli. ის დაიბადა
1983 წლის 12 აგვისტოს გერმანიაში, ქალაქ კასელში. მამის მხრიდან, ის
თურქია, დედის მხრიდან - გერმანელი. თავად მერიემი თავს გერმანელად
თვლის, რადგანაც მისი თქმით, ის გერმანიაში დაიბადა და აღიზარდა. მას
ჰყავს ორი ძმა და და. მერიემი ყველზე უმცროსია. მან სამსახიობო ხელობა
გერმანიაში, "ფრეზე"-ს სკოლაში შეისწავლა და იმავდროულად თეატრშიც
მუშაობდა. მას იღებდნენ გერმანულ ფილმებში. ჩინებულად გაიარა
ქასტინგი როკსოლანას როლზე ტელესერიალში "დიდებული საუკუნე".
მერიემი, ჰიურემ - სულთანის როლის შესასრულებლად, მრავალ მსახიობ
ქალთა შორის შეარჩიეს. ამ როლით მან მთელს მსოფლიოში გაითქვა
სახელი. მას თურქეთის ერთ-ერთ ულამაზეს მსახიობ ქალად თვლიან.
ითამაშა შემდეგ ფილმებსა და სერიალებში: "დიდებული საუკუნე"- 2011წ,
"საქმე ორისთვის"- 2010წ, "დაუბრუნებელი რეისი"- 2010, "ვარსკვლავები
ყინულზე"- 2009წ, "სულელური უიქენდი"- 2009წ და"ინგა ლინდსტრიომი"-
2008წ.

ეჯე უსლუ / Ece Uslu

დაბადების სახელი: ეჯე უსლუ / Ece Uslu
დაბადების თარიღი: 9 სექტემბერი, 1974
დაბადების ადგილი: იზმირი, თურქეთი
პროფესია: მსახიობი
ზოდიაქო: ქალწული

პოპულარულმა თურქმა მსახიობმა ეჯე უსლუმ პირველი როლი 1991
წელს შეასრულა, მაგრამ საზოგადოებისთვის ცნობილი რამდენომე
წლის შემდეგ, კერძოდ 2002 წლიდან გახდა - სერიალში "ზერდა" მან
მთავარი როლი შეასრულა. სერიალში "შავი ვარდი" 39 წლის
მსახიობმა ებრუს როლი ითამაშა. კინოში თავისი 20 წლიანი კაეიერის
მანძილზე ის გადაღებულია 13 ფილმსა და სერიალში. ის გათხოვილი
არ გახლავთ და არც შვილები ჰყავს. სარწმუნოებით ქრისტიანია.
არასოდეს მორცხვობს, როცა სურათებს უღებენ ჩახსნილ კაბაში. 40-
მდე მიღწეული ქალბატონი ლამაზი გახლავთ, აქვს მწყობრი ფიგურა,
საკმაოდ სეხსუალურია და ამჟამად ახალგაზრდულადაც
გამოიყურება. მიუხედავად იმისა, რომ შვილები არ ჰყავს,
მრავალშვილიანი დედის როლი ბრწყინვალედ და შეუდარებლად
შეასრულა. ასევე დედის როლი შეასრულა სერიალში "სადარის ჩემი
გოგონა?" ის გადაღებულია აგრეთვე ორღან ოგუზის საშინელებათა
ფილმშიც "მაგია".
ითამაშა ფილმებსა და სერიალებში:
2013 - წელს "შავი ვარდი" - "Karagül " - ითამაშა ებრუს როლი
2010 - წელს "სად არის ჩემი გოგონა? " - "Kizim nerede" - ითამაშა სუნას როლი
2008 - წელს "ბოლო გაკვეთილი " - "Son ders " - ითამაშა სოლეის როლი
2007 - 2008 წელს "დავემშვიდობოთ" - "Elveda derken" - ითამაშა ლალეს როლი
2004 - წელს "შეაჩერა ჩვენი გარდაცვალება " - "Askimizda ölüm var" - ითამაშა პერვინის როლი
2004 - წელს " მაგია" - "Büyü" - ითამაშა აიდანის რლი
2002 - 2004 წელს "ზერდა" - "Zerda" - ითამაშა ზერდას როლი
2001 - წელს "თანახმა ხარ ცოლად გამომყვე" - "Benimle evlenir misin"
2000 - წელს " ნახვამდის" - "Goodbye"1996 - წელს "შავი ანგელოზი" - " Kara melek " - შეასრულა სულე
საილანის როლი
1994 - წელს "Yalanci" - "მატყუარა"
1992 - Sari tebessüm "ყვითელი ღიმილი"

აიჩა ვარლიერი / Ayça Varlıer


 დაბადების სახელი: აიჩა
დაბადების თარიღი: 1977 წელი 22 ივნისი
დაბადების ადგილი: ანკარა, თურქეთი
პროფესია: მსახიობი, მომღერალი
ზოდიაქო: ტყუპები


აიჩა ვარლიერი დაიბადა 1977 წლის 22 ივნისს, ანკარაში, თურქეთში.
იქ შვიდი წელი ცხოვრობდა. შემდეგ ოჯახი სტამბულში გადასახლდა.
როცა გოგონას 16 წელი შეუსრულდა, ის აშშ-ში გაემგზავრა, სადაც
მუსიკალური სკოლის საშუალო განათლება მიიღო. შემდეგ სწავლა
განაგრძო Hartt School-ში. აქ გამოცდები ფრიადებზე ჩააბარა და ერთი
წლის მანძილზე ამ სკოლაში თავად იღებდა გამოცდებს. მომავალი
მსახიობი მაგისტრის ხარისხზე ოცნებობდა და სწავლა დაიწყო
ლინგვისტიკის კურესებზე. საკუთარი მონდომების წყალობით, აიჩამ
შეძლო ჰარვარდის უნივერსიტეტში სწავლა. შემდეგ, სწავლობდა
აგრეთვე, მოსკოვის МХАТ-ის სკოლა-სტუდიაში. ბოლო დროს
მსახიობი დაკავებულია სერიალებში გადაღებებით, მაგრამ
მომღერლის კარიერას არ ივიწყებს. 2013 წელს მან გამოსცა სოლო
ალბომი სახელწოდებით "ელიფ." 2011 წელს მიიღო თეატრალური
პრემია აფიფე: "მიუზიკლისა და კომედიის ყველზე წარმატებული
მსახიობი." იმავე წელს იგივე სახელწოდების ჯილდო გადასცეს
სადრის დაჯილდოვების ცერემონიალზე.




ფ ი ლ მ ო გ რ ა ფ ი ა:

2014 - ზეთისხილის მაღლობი/ Zeytin Tepesi ... Yıldız Gökçener
2012 - 4 სეზონი ჩემს გულში /Kalbim 4 Mevsim ... Buket
2010-2012 - ბეჰზათი: სერიული დანაშაული ანკარაში / Behzat Ç. Bir Ankara Polisiyesi ... Bahar
2009 - დიდი ოჯახი / Geniş Aile ... Doktor Hayat
2008-2009 - ბოლო გაზაფხული/ Son Bahar ... Sabiha Yılmaz
2008 - ლიმონის ხე/ Limon Ağacı ... Merve
2008 - ჩასაფრება მგლების ხეობაში / Kurtlar Vadisi Pusu ... Doktor Neşe
2005-2007 - / Gümüş ... Pınar
2004 - ჩემი მეუღლე და დედამთილიKarım ve Annem ... Doktor Buket





Murat Yildirim / მურატ ილდირიმი


დაბადების თარიღი: 13 აპრილს 1979
დაბადების ადგილი: თურქეთი
პროფესია: მსახიობი
ზოდიაქო: ვერძი




მურატის დედა იყო არაბული ენის სპეციალისტი, მუშაობდათარჯიმნად. მამა გატაცებული იყო თეატრალური ხელოვნებით.მან დაამთავრა მანქანათმშენებლობის ბაკულტეტი სტამბულში დამიიღო ბაკალავრის დიპლომი იმჟინერ მექანიკოსის სპეციალობით.თმაშობდა მოყვარულთა თეატრში. დრამატულ სკოლაში სწავლობდამუსიკასა და სამასხიობო ოსტატობას.1999 წელს შედგა მისი დებიუტი ფილმში "ჩვენ უნდა დავრჩეთერთად / Ayrılsak da Beraberiz".მურატმა განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა მას შემდეგ, რაცმათავარი როლი შეასრულა 2006 წელს ტელესერიალში "ქარიშხალი /Буря / Fırtına" რისთვისაც დაიმსახურა პრემია "ოქროს ფორთოხალი "და 2007 წელს სერიალში "ასი / Аси / asi".საუკეთესო როლი შეასრულა ფილმებში "მწმინდავი".მისი მეუღლეა ბურჩინ ტერზიოლუ. განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა მან ფილმში "სიყვარული დასასჯელი".





Friday, February 6, 2015

დამწყები მომღერლები / Novice singers

გადავწყვიტე რუბრიკა შოუბიძნესში დამწყებ მომღერლებზე დამეწერა რადგან უფრო ახლოს გაიცნოს საზოგადოებამ და შეიყვაროს

პირველი ვეკო გურული ყველასთვის ცნობილი მინი მაუსი
დაბადების თარიღი : 1992 წლის 16 მარტი
veko guruli facebook oficial Account
veko guruli oficial page

მეორე ნათია სვანაძე პოპულალური თინეიჯერი მონაწილეობდა პროექტებში ,,ახალი საბავშვო ხმა'' და ,,X ფაქტორი''
დაბადების თარიღი :1992 წლის 18 აპრილი
natia svanadze facebook oficial account
მესამე ასევე პოპულალური თინეიჯერი მარიამ აკობია მონაწილეობდა პროექტებში : ,,ნიჭიერი'' და ,,ახალი ხმა''
დაბადების თარიღი : 1997 წლის 19 ივლისი

დამწყები მომღერალი თიკო დვალიშვილი მართალია წინა მომღერლებთან შედარებით პოპულალური არ არის მაგრამ მონაწილეობა მიღეებული აქვს რადიო ფორტუნა პლიუსის პროექტში : ,,ჩემი ვერსია'' ამ პროექტში მან გაიმარჯვა იმედია თიკო სხვა პროექტებშიც მიიღებს მონაწილეობას
                                                              დაბადების თარიღი:1997 წლის 6 ოქტომბერი
                                                                   tiko dvalishvili facebook oficial account
                                                     tiko dvalishvili oficial page
ასევე დამწყები მომღერალი ანი ჩიტუაშვილი წინა მომღელებთან შედაებით ყველაზე უცნობი მომღერალია მომწონს მისი შესრულებული სიმღერები იმედია მალე გახდება ცნობილი საზოგადოებისთვის
დაბადების თარიღი:1998 წლის 23 დეკემბერი
#SabunCh

Thursday, February 5, 2015

Tuba Büyüküstün / ტუბა ბუიუკუსტუნი

                                                             
დაამთავრა უმაღლესი სკოლა, რის შემდეგაც სწავლა განაგრძო მიმარსინანის გამოყენებითი ხელოვნების უნივერსიტეტში სპეციალობით კოსტიუმებისა და დეკორაციის მხატვარი. გატაცებულია ცხენოსნობით. 
განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა ტელესერიალში "ასი". 2005-2007 წლებში რომანი ჰქონდა მსახიობ ბიულენტ ინალთან. ტელესერიალ "ასის" გადაღების დროს მან გაიცნო ოპერატორი სამი საიდანი, რომელთანაც 2011 წლამდე ჰქონდა რომანი. 2011 წელს ტუბა გათხოვდა პარიზში მსახიობ ონურ საილაკზე. 2012 წლის 9 იანვარს მას შეეძინა ტყუპი გოგონები მაია და ტოპრაკი. დაკავებულია რეკლამებში გადაღებებითაც. 

დაბადების სახელი: ტუბა
დაიბადა: 1982 წლის 5 ივლისი
დაბადების ადგილი: სტამბული თურქეთი
პროფესია: მსახიობი, მოდელი
კარიერა: 2004 დღემდე
ზოდიაქო: კირჩხიბი



                                                                                     








Tuesday, February 3, 2015

Kıvanç Tatlıtuğ

 Kıvanç Tatlıtuğ თურქი მსახიობი და ყოფილი მოდელი. დედა იუგოსლავიიდან იყო წარმოშობით ,,დავიბადე მამის გარეშე..'' აცხადებს ერთ-ერთ ინტერვიუში.2002 წელს დაასახელს საუკეთესო მოდელად თურქეთში.2005 წლიდან მონაწილეობას სხვადასხვა ფილმებსა და სერიალებში. პირველი სერიალი იყო  Gümüş - მარგალიტი
ასევე მონაწილეობს სერიალებში:Menekşe ile Halil - მენექშე და ჰალილი 
                                                                   Aşk-ı Memnu - აკრძალული სიყვარული
                                                                   Ezel - ეზელი                                                                                                                                                               Kuzey Güney - ქუზეი და გუნეი                                                                                                                                 Kurt Seyit ve Şura - კურტ სეთი და შურა

დაბადების თარიღი:1983 წლის 27 ოქტომბერი

დაბადების ადგილი: ადანა, თურქეთი

პროფესია: მსახიობი , მოდელი

სიმაღლე: სიმაღლე:1,87