Tuesday, February 10, 2015

ნურგიულ ეშილჩაი / Nurgul Yesilcay

დაბადების სახელი: ნურგიულ ეშილჩაი / Нургюль Ешилчай / Nurgul Yesilcay
დაბადების თარიღი: 26 მარტი 1976
დაბადების ადგილი: აფონი, თურქეთი
პროფესია: მსახიობი
ზოდიაქო: ვერძი

ცნობილი თურქი მსახიობი ქალი ნურგიულ ეშილჩაი დაიბადა 1976
წლის 26 მარტს აფონში, დასავლეთ თურქეთში. გაიზარდა იზმირში.
სამსახიობო ხელოვნებას დაეუფლა ანატოლიის ინსტიტუტსა და
ესკიშეხირის უნივერსიტეტის სპეციალურ სკოლაში.
2004წელს ნურგიული ცოლად გაჰყვა ჯემა იუოზერს, რომელსაც
დასცილდა 2010 წელს. 2005 წელს მას შეეძინა ვაჟი ოსმანი.
ნურგიული ერთ-ერთი წარმატებული და მოთხოვნადი მსახიობი
ქალია თურქეთში. მას იღებენ კინოსა და ტელევიზიებში. 1998 წელს
ითამაშა თავისი პირველი როლი ფილმში "ყველაფერი კარგად
იქნება".
თურქი მაყურებელი მას იცნობს ტელესერიალებით "სიყვარული და
სასჯელი" და "პატარძალი".
გადაღებულია ფილმებში: "ძარცვა ელისეის მინდვრებში"- 2012, "ჩინარა"- 2011, "სიყვარული და სასჯელი"-
2010, "სინდისი"- 2008, "სამოთხის მხარეს"- 2007, "ადამის მატარებელი:-2007, "პატარძალი"-2006, "მომიყევი,
სტამბული!"- 2005, "მუმია გაქცევაში"- 2002, "ჩანჩქერი"- 2006, "მეორე გაზაფხული" -1999-2001, "ყველაფერი
კარგად იქნება"- 1998.

No comments:

Post a Comment