Tuesday, February 10, 2015

მერიემ უზერლი / Meryem Uzerli

დაბადების სახელი: მერიემ უზერლი / Meryem Uzerli
დაბადების თარიღი: 12 აგვისტოს, 1983
დაბადების ადგილი: გერმანია, ქალაქ კასელში.
პროფესია: მსახიობი
ზოდიაქო: ქალწული

მერიემ უზერლი თეატრისა და კინოს გერმანელი - თურქი მსახიობია. მისი
სრული სახელია მერიემ სარა უზერლი, Meryem Sahra Uzerli. ის დაიბადა
1983 წლის 12 აგვისტოს გერმანიაში, ქალაქ კასელში. მამის მხრიდან, ის
თურქია, დედის მხრიდან - გერმანელი. თავად მერიემი თავს გერმანელად
თვლის, რადგანაც მისი თქმით, ის გერმანიაში დაიბადა და აღიზარდა. მას
ჰყავს ორი ძმა და და. მერიემი ყველზე უმცროსია. მან სამსახიობო ხელობა
გერმანიაში, "ფრეზე"-ს სკოლაში შეისწავლა და იმავდროულად თეატრშიც
მუშაობდა. მას იღებდნენ გერმანულ ფილმებში. ჩინებულად გაიარა
ქასტინგი როკსოლანას როლზე ტელესერიალში "დიდებული საუკუნე".
მერიემი, ჰიურემ - სულთანის როლის შესასრულებლად, მრავალ მსახიობ
ქალთა შორის შეარჩიეს. ამ როლით მან მთელს მსოფლიოში გაითქვა
სახელი. მას თურქეთის ერთ-ერთ ულამაზეს მსახიობ ქალად თვლიან.
ითამაშა შემდეგ ფილმებსა და სერიალებში: "დიდებული საუკუნე"- 2011წ,
"საქმე ორისთვის"- 2010წ, "დაუბრუნებელი რეისი"- 2010, "ვარსკვლავები
ყინულზე"- 2009წ, "სულელური უიქენდი"- 2009წ და"ინგა ლინდსტრიომი"-
2008წ.

No comments:

Post a Comment