Tuesday, February 10, 2015

ფირატ ჩელიკი / Firat Celik

დაბადების სახელი: ფირატ ჩელიკი / Firat Celik
დაბადების თარიღი: 25 მარტი 1981
დაბადების ადგილი: გერმანია (მოქალაქეობა თურქეთი, გერმანია)
პროფესია: მსახიობი
ზოდიაქო: ვერძი

ფირატი დაიბადა გერმანიაში 1981 წლის 25 მარტს, ემიგრანტების
ოჯახში. ოდნავ მოგვიანებით, მსახიობის ოჯახი საცხოვრებლად
საფრანგეთში გადავიდა, სადაც ცნობიერი ბავშვობის უმეტესი წლები
გაატარა. ფირატი სანამ ცნობილი გახდებოდა, ყველგან მუშაობდა,
სადაც კი მიიღებდნენ. იყო: ბარმენი, მშენებელი, მოდელი და სხვ.
მისი ბევრი მეგობარი ფიქრობდა, რომ ფირატისგან კარგი მსახიობი
დადგებოდა, ამიტომ მას ამისკენ უბიძგებდნენ. ბოლოს დაითანხმეს
და ის დრამატული ხელოვნების შესწავლას შეუდგა. დამწყები
მსახიობის მომავალი გადაიკვეთა ცნობილ რეჟისორ ტერი ჰარკურტის
შეხვედრით, რომელმაც მხარდაჭერა გამოუცხადა მას. მისი პირველი
დებიუტი შედგა ფილიპ ლიორეს მხატვრულ ფილმში
„მოგესალმებით“, სადაც მან მეორე ხარისხოვანი როლი შეასრულა.
ამის შემდეგ, ფირატმა, გარკვეული ხნით მუშაობა განაგრძო თეატრში,
ცოცხალ პუბლიკასთან, სადაც დიდი გამოცდილება დააგროვა.
შემდეში, მისი ყურადღება, თურქულმა სერიალებმა მიიქცია. 2010
წელს მას შეხვდა ერთ-ერთი მთავარი როლი წარმატებულ სერიალში „უდანაშაულო“. აქედან აგორდა ჭორი,
თუ სინამდვილე, მასსა და ბერენ საატის სასიყვარულო ურთიერთობებზე... ფირატს, მსოფლიო აღიარება
მოუტანა, სერდარ ისიკის სერიალში -„20 წუთი,“ შესრულებულმა როლმა.
მსახიობმა სულ ითამაშა ორ მხატვრულ ფილმსა და ორ სატელევიზიო სერიალში:
2013 წ - „ 20 წუთი „- „20 dakika“ - კომიზერ ოზანის როლი;
2011 წ - „ მე არ მძინავს, ხოლო თვე იზრდება“- „Ay büyürken uyuyamam“ - მერტის როლი;
2010 – 2012 წწ. „ უდანაშაულო „/ რა დანაშაული აქვს ფატმაგულს?/, - „Fatmagül'ün suçu ne?” - მუსტაფას
როლში;
2009 წ – „ მოგესალმებით“ – „Welcome“ - კობანის როლი.

No comments:

Post a Comment